ბლოგი

თაიგულები თბილისში

ვარდები მიტანის სერვისით თაიგულები თბილისში - საქორწილო თაიგულები თბილისში - დაბადების დღის თაიგულები თბილისში - შეიძინეთ თაიგულები თბილისში

თაიგულის შერჩევა საყვარელი ადამიანებისთვის ერთ – ერთი ყველაზე
სასიამოვნო მომენტია. ამ დროს წარმოიდგენ ხოლმე როგორ გაუხარდება, ფიქრობ
რომელი ყვავილების თაიგული ჯობს ან მისალოცი ბარათიც ხომ არ დაურთო
მეტი რომანტიკისთვის.
ვისთვის აღარ შეგვირჩევია ყვავილების თაიგულები, განსაკუთრებული დღეებისა
თუ ჩვეულებრივი დღეების განსაკუთრებულად გადასაქცევად. ყვავილებს კი აქვთ
ეგ მაგია, ნაცრისფერი დღე ფერადი და გამორჩეული გახადონ, დრო – უფრო
დასამახსოვრებელი, ღიმილი – მეტად გულიანი. ხშირად სასაჩუქრე თაიგულების
მისალოც ბარათებს სუვენირად ინახავენ ადამიანები. არა მხოლოდ
სენტიმენტალური ადამიანები, არამედ ყველა, ვისთვისაც მისალოცი ბარათი
დატვირთვას იძენს, რადგან მასზე ძვირფასმა ადამიანმა ოქროს სიტყვები დააწერა:
„სიყვარულით…“ „მარად შენი…“ ან რამე სხვა, მეტი სითბოთი სავსე, მეტად
სასიამოვნო და ზუსტად ის, რისი გაგებაც ადრესატს სურდა. მისალოცი ბარათით
იგებენ ხოლმე იდუმალი თაყვანისმცემლის შესახებ და ასევე, მისალოცი ბარათით
იგებენ ხოლმე ყველა ტკბილ სიტყვას, რომელიც მარად ამახსოვრდებათ.
ჩვენს მაღაზიაში სრულიად ვიაზრებთ პასუხისმგებლობას, რომელიც მის წინაშე
გვაქვს, ვინც სასაჩუქრე თაიგულების ასარჩევად ჩვენთან მოდის. საქმე არა
მხოლოდ კმაყოფილებას, სილამაზესა ან სურნელებას, არამედ ემოციას ეხება.
სწორ ემოციას, რომელიც უცნობამდე უნდა მივიტანოთ. ადამიანებისთვის
სიხარულის მინიჭებას კი რა უნდა სჯობდეს.
ჩვენდა სასიხარულოდ, ჩვენი კურიერებიც კი ბედნიერები არიან, როდესაც
ადრესატის გაბრწყინებულ სახეს ხედავენ და არა მხოლოდ ისინი, ვინც არჩევს
თაიგულს.
ყვავილები ნამდვილად უნივერსალური საჩუქარია. გარდა ამისა, ტრადიციულად,
საკუთარი შინაარსი და დატვირთვა აქვს. ყვავილებით მეტ ესთეტიკას ვანიჭებთ
დღესასწაულს, ყვავილები უჭირავთ დედოფლებს, ვარდების თაიგულით
სიყვარულს გამოხატავენ შეყვარებულები, სარიტუალო ყვავილები პატივის
მიგებაში გვეხმარებიან. ყვავილები არიან ჩვენთან – ჭირსა და ლხინში.
ვარდების თაიგული, 101 ვარდი, გვირილები, ქრიზანთემები და მრავალი სხვა
ყვავილი, რომელსაც ჩვენი გამოცდილი ფლორისტების დახმარებით შეგვიძლია
სასაჩუქრე თაიგულების სახე მივცეთ, ჩვენს მაღაზიაში გელოდება. ყვავილების
მიტანა თბილისში უკვე შესაძლებელია ერთ საათში ჩვენი საუკეთესო
კურიერებისა და ოპერატიული, პროფესიონალი ფლორისტების დახმარებით.
თითოეულ ყვავილების თაიგულს მოყვება მოვლის ინსტრუქციები, საფოსტო
ბარათი და დაუვიწყარი ემოცია.

 

თაიგულები თბილისში 

საქორწილო თაიგულები თბილისში 

დაბადების დღის თაიგულები თბილისში 

შეიძინეთ თაიგულები თბილისში

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *