ფლორისტიკის კურსი თბილისში
ისწავლეთ ყვავილებისგან ისეთი კომპოზიციების შექმნა, რომლებიც შთაგაგონებთ.
Lilat Flowers-ის ფლორისტიკის კურსი განკუთვნილია დამწყებთათვის — მათთვის, ვისაც სურს გაიცნოს ყვავილების სამყარო, აღმოაჩინოს შემოქმედებითი ჰობი ან გადადგას პირველი ნაბიჯი ახალი პროფესიისკენ.
სწავლას ნულიდან დავიწყებთ და ეტაპობრივად გაგაცნობთ თაიგულების აწყობის საფუძვლებს — ყვავილების შერჩევიდან კომპოზიციისა და შეფუთვის დასრულებამდე.

რატომ Lilat Flowers?
მოქმედი ყვავილების ბიზნესის გამოცდილება
Lilat Flowers თბილისში ოთხი ფილიალით არის წარმოდგენილი. ჩვენი გუნდი აერთიანებს 12 ფლორისტს, ადმინისტრატორებსა და სხვადასხვა პროექტში ჩართულ სპეციალისტებს.
გაგიზიარებთ ცოდნასა და გამოცდილებას, რომელსაც ყოველდღიურად ვაგროვებთ ყვავილებთან, თაიგულებსა და მომხმარებლებთან მუშაობისას.
პროფესიის გაცნობა შიგნიდან
გაჩვენებთ, როგორ უკავშირდება შემოქმედება ყვავილების ბიზნესის ყოველდღიურ საქმიანობას — ყვავილების შერჩევას, თაიგულის ღირებულების გამოთვლასა და მომხმარებლის სურვილების გაგებას.
BASICსაბაზისო ფლორისტიკა
მათთვის, ვინც ფლორისტიკის შესწავლას ნულიდან იწყებს.
ყვავილების გაცნობა, მათი მოვლა და სამუშაოდ მომზადება, ფლორისტიკული ხელსაწყოები, ფერების შეხამება, კომპოზიციის შექმნის საფუძვლები, თაიგულების სპირალური ტექნიკით აწყობა და შეფუთვა.
- შედის: ფლორისტიკის საფუძვლები
- შედის: კოლორისტიკა
- შედის: თაიგულის აწყობა
- შედის: ასიმეტრიული (ჰაეროვანი) თაიგული
- შედის: კომპოზიცია ყუთში
- შედის: საქორწილო თაიგული
- შედის: თაიგულის შეფუთვა
- არ შედის:
საქორწილო დეკორი - არ შედის:
მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაცია - არ შედის:
როგორ გავხსნათ მცირე ბიზნესი მიღებული ცოდნით - არ შედის:
გაყიდვები და მარკეტინგი ყვავილების სფეროში
კურსის ყიდვა1200 ₾990 ₾STANDARTსაბაზისო და საქორწილო ფლორისტიკა
BASIC პროგრამის სრული კურსი და დამატებით საქორწილო ფლორისტიკა:
ყვავილებისა და სტილის შერჩევა, პატარძლის თაიგულისა და ბუტონიერის შექმნა, საქორწილო კომპოზიციების აწყობის საფუძვლები.
- შედის: ფლორისტიკის საფუძვლები
- შედის: კოლორისტიკა
- შედის: თაიგულის აწყობა
- შედის: ასიმეტრიული (ჰაეროვანი) თაიგული
- შედის: კომპოზიცია ყუთში
- შედის: საქორწილო თაიგული
- შედის: თაიგულის შეფუთვა
- შედის: საქორწილო დეკორი
- შედის: მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაცია
- არ შედის:
როგორ გავხსნათ მცირე ბიზნესი მიღებული ცოდნით - არ შედის:
გაყიდვები და მარკეტინგი ყვავილების სფეროში
კურსის ყიდვა1500 ₾1290 ₾PROსრული პაკეტი: ფლორისტიკა და ყვავილების ბიზნესი
STANDART და BASIC პროგრამების სრული კურსი, გაღრმავებული პრაქტიკა და ბიზნესმოდული მათთვის, ვისაც სურს საკუთარი ყვავილების მაღაზიის გახსნა ან პროფესიული განვითარება.
ყვავილების შესყიდვა და მომწოდებლებთან ურთიერთობა, შენახვის პირობები და დანაკარგების შემცირება, თვითღირებულებისა და ფასების გამოთვლა, ასორტიმენტის ფორმირება, მომხმარებლებთან ურთიერთობა და გუნდის მართვა.
განვიხილავთ ფლორისტებისა და ყვავილების მაღაზიების მფლობელების მიერ დაშვებულ გავრცელებულ შეცდომებს, გაგიზიარებთ პრაქტიკულ რეკომენდაციებსა და რეალურ გადაწყვეტილებებს Lilat Flowers-ის გამოცდილებიდან.
- შედის: ფლორისტიკის საფუძვლები
- შედის: კოლორისტიკა
- შედის: თაიგულის აწყობა
- შედის: ასიმეტრიული (ჰაეროვანი) თაიგული
- შედის: კომპოზიცია ყუთში
- შედის: საქორწილო თაიგული
- შედის: თაიგულის შეფუთვა
- შედის: საქორწილო დეკორი
- შედის: მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაცია
- შედის: როგორ გავხსნათ მცირე ბიზნესი მიღებული ცოდნით
- შედის: გაყიდვები და მარკეტინგი ყვავილების სფეროში
კურსის ყიდვა2000 ₾1490 ₾
ისწავლეთ არა მხოლოდ თაიგულების შექმნა, არამედ გაიგეთ, როგორ მუშაობს ბიზნესი, რომელიც მათ უკან დგას.
ფლორისტიკის კურსის დაწყების თარიღებისა და გრაფიკის შესათანხმებლად დაგვიკავშირდით.


1. ფლორისტიკის საფუძვლები
ყვავილების სახეობების გაცნობა, მოვლის წესები, სწორად შენახვა, სამუშაოდ მომზადება და ფლორისტიკული ხელსაწყოების გამოყენება.
2. კოლორისტიკა
ფერების თეორია, ფერთა ჰარმონიული შეხამება, კონტრასტული და მონოქრომული კომბინაციები, სეზონური ფერების შერჩევა.
3. თაიგულის აწყობა
სპირალური ტექნიკის შესწავლა, ყვავილების სწორად განაწილება, თაიგულის ფორმის, მოცულობისა და პროპორციების დაცვა.
4. ასიმეტრიული (ჰაეროვანი) თაიგული
თანამედროვე ფლორისტიკული სტილი, ბუნებრივი ფორმები, ასიმეტრიული კომპოზიციების შექმნა, სივრცისა და მოძრაობის ეფექტის გამოყენება.
5. კომპოზიცია ყუთში
ყვავილების განლაგება სხვადასხვა ფორმის ყუთში, ფლორისტიკული ღრუბლის გამოყენება, ფერებისა და ფორმების შეხამება, კომპოზიციის დიზაინი.
6. საქორწილო თაიგული
პატარძლის თაიგულის სტილის შერჩევა, საქორწილო ფლორისტიკის ტენდენციები, ყვავილების სწორად შერჩევა, თაიგულის აწყობისა და გაფორმების ტექნიკა.
7. თაიგულის შეფუთვა
შესაფუთი მასალების სახეობები, თანამედროვე შეფუთვის ტექნიკები, ფერებისა და ტექსტურების შეხამება, ლენტებისა და დეკორატიული ელემენტების გამოყენება.
8. საქორწილო დეკორი
საქორწილო სივრცის ყვავილებით გაფორმება, მაგიდის კომპოზიციები, დეკორატიული კონსტრუქციები, ფერებისა და სტილის ერთიანი კონცეფციის შექმნა.
9. მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაცია
მომხმარებლის საჭიროებების გამოვლენა, პროფესიული კონსულტაცია, შეკვეთების სწორად მიღება, ინდივიდუალური შეთავაზებების მომზადება, გაყიდვების ტექნიკები და ლოიალური მომხმარებლების მოზიდვა.
10. როგორ გავხსნათ მცირე ბიზნესი მიღებული ცოდნით
ყვავილების მაღაზიის გახსნის ეტაპები, მომწოდებლების მოძიება, ყვავილების შესყიდვა და შენახვა, თვითღირებულებისა და ფასების გამოთვლა, ასორტიმენტის დაგეგმვა, დანაკარგების შემცირება, გუნდის ორგანიზება და პრაქტიკული რეკომენდაციები Lilat Flowers-ის გამოცდილებიდან.
11. გაყიდვები და მარკეტინგი ყვავილების სფეროში
ბრენდის შექმნა და პოზიციონირება, სოციალური ქსელების მართვა, Facebook-ისა და Instagram-ის მარკეტინგი, Meta Ads Manager-ისა და Google Ads-ის გამოყენება, სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, მიზნობრივი აუდიტორიის შერჩევა, სარეკლამო ბიუჯეტის მართვა, ონლაინგაყიდვების გაზრდა და რეკლამის შედეგების ანალიზი.
