ბლოგი

საქორწილო თაიგული ” ლილატ ”

საქორწილო თაიგული

საქორწილო თაიგული

საქორწილო თაიგული პატარძლისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.

ოცნების ქორწილი, დიდხანს ნაფიქრი სტილი, ლოკაცია, სტუმრების რაოდენობა, მენიუ, ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია პატარძლის კაბა, თაიგული, განწყობა და რა თქმა უნდა ფოტო და ვიდეოგრაფი, რადგანაც საბოლოოდ , სამახსოვროდ ეს გვრჩება.

მნიშვნელოვანია, რომ პატარძლის თაიგული იყოს მსუბუქი, გათვალისწინებული იყოს ფერთა გამა, მნიშვნელოვანია , რომ თაიგული და პატარძალი იყვნენ ყურადღების ცენტრში.

საქორწილო თაიგული შესაძლებელია იყოს ნებისმიერი სტილის და ფორმის. თუ პატარძალს თეთრი ჰოლანდიური ვარდები მოსწონს, შესაძლებელია ის აეწყოს თეთრი ვარდებით. თუ პატარძალს პიონები ან რანუნკულუსები მოსწონს, რა თქმა უნდა ლილატი ამასაც ითვალისწინებს.

ჩვენი ყვავილების მაღაზია თბილისში ორი ფილიალით არის წარდგენილი , რაც გვაძლევს საშუალებას უმოკლეს დროს მოგაწოდოთ სასურველი თაიგული. თაიგულის მიტანა შესაძლებელია 40 წუთიდან.

ასევე თაიგულის შერჩევის დროს ჩვენი ფლორისტები მაქსიმალურად გირჩევენ თუ , რომლი ყვავილის გამოყენება არ ღირს, რადგანაც მთელი დღის განმავლობაში თაიგულის ტარებისას, განსაკუთრებით იმ სეზონზე , როდესაც ცხელა , ყვავილმა შესაძლოა დაკარგოს თავისი თავდაპირველი ფორმა და მისი ჩანაცვლება  რომ არ გახდეს საჭირო, ამიტომ თავიდანვე აუცილებელია გათვალისწინებულ იქნას ეს დეტალები.

ჩვენი გუნდის მრავალი წლის გამოცდილებით და უამრავი პატარძლის კმაყოფილებით, შემოგთავაზებთ ისეთ საქორწილო თაიგულს , რომელიც გაგილამაზებთ ამ განსაკუთრებულ , ლამაზ და დაუვიწყარ დღეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *