რა სერვისებს გთავაზობს ლილატი?
მიტანის სერვისი თბილისში.
მიტანის სერვისი თბილისში.
როგორ უნდა ისარგებლო მიტანის სერვისით ლილატში?
რა არის ფლორისტიკა და ვინ არის ფლორისტი?
ფლორისტიკა – ეს არის ბოტანიკის დარგი, რომელიც შეისწავლის და აღწერს დედამიწის ან მისი ცალკეული ნაწილის ფლორას. ფლორისტული კვლევის პირველი ეტაპია ფლორის სახეობათა აღნუსხვა, ხოლო შემდგომი – ფლორის გაანალიზება.
ეს არის ხელოვნების, ხელოსნობისა და დიზაინის ერთ-ერთი სფერო, ამიტომ ფლორისტიკას თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ შემოქმედებითი პროფესია.
ფლორისტი – არის ადამიანი, რომელიც მუშაობს ყვავილებთან და გამწვანებასთან. ის აფორმებს თაიგულებს და ყვავილების კომპოზიციებს, ამშვენებს ოთახებს და ამზადებს ანსამბლებს ცოცხალი თუ ხელოვნური მცენარეებისგან.
ფლორისტის მოვალეობაა სხვადასხვა სირთულის ყვვაილების კომპოზიციების შეგროვება, რომელიც თავისებურად გვაძლევს სფეროს სხვადასხვა მიმდინარეობებს:
ღონისძიებების გაფორმება – მოგეხსენებათ, ღონისძიების უამრავი სახე არსებობს. ესენია: ქორწილი, გამოსაშვები საღამო, ბოლო ზარი, დაბადების დღე, ნათლობა და ა.შ.
ჩამოთვლილთაგან თითოეულის ხასიათი, ასე თუ ისე, მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან. საჭიროა განსხვავებული ფერები, განსხვავებული კონცეფცია, სხვადასხვა ტექნიკა.
სწორედ ამიტომ, ფლორისტი ავითარებს ერთიანი, განსაუთრებული დიზაინის იდეას და განასახიერებს მას ყვავილებში, გამწვანებასა თუ იმპროვიზირებულ მასალებში.
თაიგულების აწყობა – როგორც აღვნიშნეთ, მოვლენის ან დღესასწაულის მიხედვით, თაიგულს განსხვავებული, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ამიტომ, ფლორისტი უამრავ დეტალსა თუ ფაქტორს ითვალისწინებს.
რა უნდა შეეძლოს ფლორისტს? – ფლორისტის პროფესიისა და მოვალეობების აღწერა საკმაოდ გრძელია – გვხვდება როგორც უნივერსალური უნარები, რომლებიც გამოადგება ყველას, ვინც გაყიდვების სფეროში მუშაობს, ასევე მაღალ სპეციალიზებული უნარები, რომლებიც მხოლოდ ფლორისტებისთვის არის დამახასიათებელი.
უპირველესყოვლისა, ფლორისტს უნდა ჰქონდეს ყველა პროფესიული უნარ-ჩვევა – ის, რაც გამოადგება მთავარ სამუშაოში. ერთ-ერთი უმთავრესი უნარი ფლორისტისთვის არის თაიგულების შეგროვება მათი თავსებადობის, ფერებისა და ჩრდილების გათვალისწინებით, მოჭრილ და ქოთნის მცენარეებზე ზრუნვა. გადარგვის, მორწყვისა და სხვა სამუშაოების შესრულება ცოცხალ მცენარეებზე. მან უნდა იცოდეს მცენარეების მოვლის წესები, თითოეულის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, სხვადასხვა შემთხვევისთვის, თაიგულების შეგროვების საფუძვლები.
თუ გიყვარს ყვავილები, გეხერხება ჩრდილების შერწყმა, გამოგდის ხალხთან კომუნიკაცია, და რაც მთავარია, გსურს დაეუფლო ფლორისტის პროფესიას, აუცილებლად დაგვიკავშირდი ნომერზე – 599108071. ჩვენ აუცილებლად დაგეხმარებით მიზნის მიღწევაში!
ლილატი – შენი პირადი ფლორისტი
ლილატი 2017 წელს შეიქმნა მარიამ ხუციშვილისა და მისი მეუღლის – მიხეილ ხუციშვილის მიერ. ყვავილების მაღაზია აქტიურად მუშაობდა ონლაინ რეჟიმში.
პანდემიის პერიოდში, 2021 წელს გაიხსნა ყვავილების მაღაზიის პირველი ფილიალი სავაჭრო ცენტრ ‘’ისთ ფოინთში’’, ხოლო 1 წელიწადში, გაიხსნა უკვე მეორე ფილიალი სითი მოლი გლდანში’’. უკვე 2024 წელს, დაემატა კიდევ ერთი ფილიალი ეგნატე ნინოშვილის 7-ში, ფაბრიკის მიმდებარედ.
მაღაზიამ გააერთიანა საკუთარი საქმის მოყვარული და მცოდნე, პროფესიონალი თანამშრომლები და დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი, კომფორტული, მსხვილი ბიზნესია ბაზარზე.
თუ გსურს მეგობრული, ამომწურავი კომუნიკაცია, გამართული ვებ საიტი, სწრაფი მიწოდება, აუცილებლად აირჩიე ლილატი – შენი პირადი ფლორისტი.
არ დაგავიწყდეს, რომ ჩვენთან შეკვეთილ თითოეულ თაიგულს თან მოჰყვება ყვავილის მოვლის წესები.
რა სერვისებს გთავაზობს ლილატი?
მიტანის სერვისი – ლილატში, ჩვენ გთავაზობთ მოხერხებულ ონლაინ შეკვეთას და ყვავილების სწრაფ მიწოდებას, რაც სრულად უზრუნველყოფს თქვენი საჩუქრის ადრესატამდე დროულად მისვლას.
რაც მთავარია, მიტანის სერვისი მთელი თბილისის მასშტაბით, სრულიად უფასოა!
თაიგულების ფართო არჩევანი – ჩვენი თაიგულების ფართო არჩევანი – ჰოლანდიური ტიტები, ორქიდეები, პიონები, მინდვრის ყვავილები, მზესუმზირები, წითელი ვარდები, თეთრი ვარდები, ჯუჯა ვარდები – ყველა გემოვნებასა და შემთხვევას მოერგება.
განსაკუთრებული მომენტების გალამაზება – იქნება ეს დაბადების დღე, ნათლობა, ქორწილი, გამოსაშვები საღამო, ბოლო ზარი თუ სხვა, ჩვენი ყვავილები, მიტანის სერვისით, აუცილებლად მეტ ელეგანტურობასა და ხიბლს შესძენს მას.
დამატებითი ატრიბუტები – ხშირია შემთხვევები, როდესაც მომხარებელს თაიგულთან ერთად სხვა რაღაცების დამატებაც სურს, თუმცა მაღაზიას ეს სერვისი არ გააჩნია. ლილატში მსგავს პრობლემას ვერასდროს გადააწყდები.
აქ დაგხვდება – ჰელიუმის ბუშტები, ბენტო ტორტი, სათამაშო დათუნიების მრავალფეროვანი არჩევანი სხვადასხვა ფერსა და ზომაში, მისალოცი ბარათები, შოკოლადის ნაირსახეობა, ლარნაკები შენი თაიგულისთვის.
ანონიმური მიწოდების სერვისი – მოგეხსენებათ, ხშრია შემთხვევა, როცა მომხმარებელს საყვარელი ადამიანის გახარება ულამაზესი თაიგულითა თუ სხვა საჩუქრებით, ანონიმურად სურს. ჩვენ 100%-ით ვიცავთ თითოეულის კონფიდენციალურობას და დაკისრებულ მოვალეობას სრული სიზუსტით ვასრულებთ.
გამართული ვებ-გვერდი – ლილატი გთავაზობს გამართულ საიტს, რომელიც ყოველ დღე უფრო და უფრო ვითარდება, იხვეწება, ემატება კრეატიულობა, რათა შემოგთავაზოს ყველა ის დამატებითი სერვისი თუ პროდუქტი, რომელიც საყვარელი ადამიანის სასიამოვნოდ გაოცებასა და გახარებაში დაგეხმარება.
აქ არც გადახდის მეთოდებზე მოგიწევს ზედმეტი ფიქრი, რადგან ეს უკანასკნელიც მოგვარებულია.
მიტანის სერვისი თბილისში
ჩვენს სამყაროში, სადაც დრო ერთ-ერთი უდიდესი სიმდიდრეა, ყვავილების მიწოდება ჯადოსნური გზა ხდება თქვენი სიყვარულის, აღიარების ან უბრალოდ სიხარულის გამოსახატად. ლილატში ჩვენ ამ პროცესს დაუვიწყარს ვხდით.
მოგეხსენებათ, ხშირია შემთხვევა, როცა ადრესატი თაიგულის პირადად გადაცემას ვერ ახერხებს. ასეთ დროს ძალიან დიდი მოთხოვნაა მიტანის სერვისზე. თუმცა, როგორ უნდა აირჩიო ეს სერვისი ისე, რომ ყველაფერმა იდეალურად ჩაიაროს?
პირველ რიგში, მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიო კომპანია ყვავილებისა და თაიგულების ფართო არჩევანით, რომელთან კომუნიკაცია ძალიან კომფორტული და მარტივია. ეს დაგეხმარებათ იდეალური თაიგულის პოვნაში, რომელიც თქვენს სურვილსა და საჭიროებას სრულად დააკმაყოფილებს.
ჩვენ ასევე გთავაზობთ ანონიმური მიწოდების სერვისს, თუ თქვენი მიზანი ადრესატის სასიამოვნოდ გაოცებასთან ერთად, მისი დაინტრიგებაც არის.
მოხერხებულობა და ეფექტურობა – ლილატში ჩვენ გთავაზობთ მოხერხებულ ონლაინ შეკვეთას და სწრაფ მიტანის სერვისს, რაც უზრუნველყოფს თქვენი საჩუქრის ადრესატამდე დროულად მისვლას.
როგორ უნდა ისარგებლო მიტანის სერვისით ლილატში?
ლილატში ულამაზესი ყვავილებისა და თაიგულების ფართო არჩევანი დაგხვდებათ.
თუმცა, არის მომენტები, როდესაც თავად ვერ ახერხებ ადგილზე მისვლას და პირადად შერჩევასა თუ შეძენას.
სწორედ ასეთი სიტუაციებისთვის შეიქმნა ჩვენი ვებ-გვერდი, რომლის კატალოგიც მოიცავს ყველა სახის ყვავილს – ნაზი ვარდებით დაწყებული, ორქიდეებით დამთავრებული.
- პირველ რიგში, უნდა ეწვიო ჩვენს კატალოგებს და აირჩიო სასურველი ყვავილისა თუ თაიგულის სექცია. შემდეგ, როცა უკვე შეარჩევ თაიგულს, რომელმაც შენი გული მოიგო, მისი სისრულეში მოყვანა ჩვენს ფლორისტებს უნდა მიანდო.
- აუცილებელია, მიუთითო მიწოდების დეტალები : მისამართი და მიწოდების დრო. ჩვენ გარწმუნებთ, რომ შერჩეული ყვავილების თაიგული ადრესატამდე იდეალურ მდგომარეობაში, ზუსტ დროს მივა.
ლილატთან ერთად ყოველი დღე დღესასწაული და ღირსშესანიშნავია! ჩვენთან, ყველა თაიგული არის სიყვარულის, სილამაზისა და დეტალებისადმი ყურადღების ისტორია.
ლილატის ყვავილები
ლილატში დაგხვდება ყვავილების ფართო არჩევანი.
ჰოლანდიური ტიტები
წითელი ვარდები
თეთრი ვარდები
ჯუჯა ვარდები
პეონები
მზესუმზირები
მინდვრის ყვავილები
ყველაზე მოთხოვნადი
ყვავილების მაღაზია - LilatFlowers
თქვენი არჩევანი ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელონია