ყვავილების მაღაზია

ყვავილების მაღაზია
ყვავილების მაღაზია
ყვავილების მაღაზია

როგორ შევარჩიოთ ყვავილები ნებისმიერი სიტუაციისთვის?

ყვავილების მაღაზია

ყვავილების მაღაზია : ყვავილებს, ფერების, სურნელებისა და სიმბოლიკის უზარმაზარი ასორტიმენტით, შეუძლიათ დაგეხმაროთ ემოციების გადმოცემაში, რომელთა გადმოცემაც სიტყვებს უჭირთ. იქნება ეს მხიარული ზეიმი, გულწრფელი ბოდიშის მოხდა თუ სევდიანი დამშვიდობება, ყვავილების სწორ არჩევანს შეუძლია ბევრის თქმა. თითოეულ შემთხვევას აქვს თავისი უნიკალური ემოციები და სწორი ყვავილების შერჩევამ შეიძლება გააძლიეროს ის გრძნობა, რომლის გამოხატვაც გსურთ.

შესაფერისი  ყვავილების შერჩევა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ატმოსფეროს და სტუმრებს განსაკუთრებულ განწყობას უქმნის. მათი მრავალფეროვნების გამო, დღესასწაულის შესაბამისი ყვავილების შერჩევა რთულია, ამიტომ ჩვენი რჩევების სასარგებლო სია დაგეხმარებათ  ნებისმიერი  სიტუაციისთვის  იდეალური ყვავილების შერჩევაში.

ყვავილების მაღაზია
ყვავილების მაღაზია

 მისალოცი ყვავილები

ყვავილების გამოწერა

როდესაც საქმე ეხება საყვარელი ადამიანისთვის ყვავილების მირთმევას, უნდა გავითვალისწინოთ ადრესატის გემოვნება და სეზონი. ყვავილებით მილოცვა  დამოკიდებულების საუკეთესო გამოხატულებაა, ამიტომ გააზრებულად შერჩეული თაიგულით თქვენს მისადმი განსაკუთრებულ სიმპათიას ადასტურებთ.ფერადი და სურნელოვანი ყვავილები ახალი სახლისთვის საუკეთესო არჩევანია. ისინი სახლში სისუფთავისა და სიმყუდროვის შეგრძნებასთან ერთად, დადებით ენერგიასაც დატოვებენ.

გაზაფხულის დღესასწაულის აღსანიშნად შეგიძლიათ მკრთალი ფერის ყვავილები, ხოლო ზამთრის თვეებისთვის ღრმა, ჩრდილებით მდიდარი თაიგული გამოიყენოთ.მხიარული ზეიმებისთვის შეგიძლიათ შეარჩიოთ ყვავილები, რომლებიც ბედნიერებასა და პოზიტივს ასხივებენ, მაგალითად: ცოცხალი მზესუმზირა ან გვირილა.გამოსაშვები საღამოსთვის ან რაიმეს დასრულების აღსანიშნად, იყავით თამამები და შეარჩიეთ მხიარული, მოცულობითი თაიგულები, რომლებიც თქვენს გულუხვობას გამოხატავენ.

ყვავილების მაღაზია
ყვავილების მაღაზია
ყვავილების მაღაზია
ყვავილების მაღაზია
ყვავილების მაღაზია
ყვავილების მაღაზია

 დედის დღე

დედის როლი ადამიანის ცხოვრებაში შეუფასებელია, ამიტომ ,,დედის დღის’’ აღსანიშნად თქვენ  დილემის წინაშე იმყოფებით. ამ დღეს განსაკუთრებული თაიგული უნდა შეარჩიოთ, პატივისცემის დაფასებისა და უანგარო სიყვარულის ნიშნად.

აირჩიეთ კაშკაშა და ენერგიული თაიგული – ისეთი სახეობები, როგორიცაა ფერადი მიხაკი და ვარდები, შერეული ქრიზანთემები, შროშანები და გერბერა გვირილები. ისინი არა მხოლოდ გაანათებენ ნებისმიერ ოთახს, არამედ მათი დახვეწილი სურნელი რამდენიმე დღის განმავლობაში შეახსენებენ თავს და აგრძნობინებენ, რომ ის თქვენთვის მნიშვნელოვანი პიროვნებაა.

ყვავილების მაღაზია
ყვავილების მაღაზია
ყვავილების მაღაზია
ყვავილების მაღაზია
ყვავილების მაღაზია

ვალენტინობის დღე

თაიგულები

ვალენტინობის ხსენებაზე, თავში აზრად მხოლოდ ვარდები მოგვდის და დაუფიქრებლად ვიღებთ მათი შეყვარებულისთვის ჩუქების გადაწყვეტილებას. სიმართლეა, რომ ვარდები ვნებისა და რომანტიკის სრულყოფილი სიმბოლოებია, თუმცა მათი ალტერნატიული ვარიანტებიც საკმარისად გამოხატავს  სიყვარულს პარტნიორისადმი.

ტიტები, ორქიდეები და მიხაკები ამ დღეს გამორჩეულს გახდის. საყვარელ ადამიანს ისინი თავს განსაკუთრებულად აგრძნობინებენ, რადგან მიხვდებიან, რომ ამ არჩევანზე იფიქრეთ. ეს ყვავილები სინაზესთან, სისპეტაკესთან და რომანტიკასთან ასოცირდება, ამიტომ მათი შერჩევის შემთხვევაში გულგრილს ნამდვილად ვერავის დატოვებთ.

ყვავილების მაღაზია
ყვავილების მაღაზია
ყვავილების მაღაზია
ყვავილების მაღაზია
ყვავილების მაღაზია
ყვავილების მაღაზია

ნიშნობის დღე

საქორწილო ყვავილები

ნიშნობა ორი ადამიანის გაერთიანების, ურთიერთობის ახალი ეტაპის დასაწყისია, ამიტომ ეს დღე განსაკუთრებულ თაიგულს იმსახურებს. ხელის თხოვნის დღეს რჩეულს თავი სამყაროს ცენტრად უნდა აგრძნობინოთ. ამ დღის აღსანიშნად შერჩეული თაიგული აუცილებლად უნდა ესადაგებოდეს პარტნიორის პიროვნებას, მის სულიერ და გარეგნულ თვისებებს. თაიგულით, რომელიც მას სიყვარულის დასტურად უნდა მიართვათ, უნდა აღძრავდეს სანდოობას და რაც მთავარია, ეს შეგრძნება მის სახეზე ღიმილით უნდა გამოვლინდეს. თქვენს პარტნიორს ქრიზანთემები და შროშანები აუცილებლად გაუღვივებს ,,კი’’ -ს თქმის სურვილს.

ქორწილის დღე

საქორწილო თაიგულები

ქორწილის დღე წყვილის ცხოვრებაში გარდამტეხი და მნიშვნელოვანი თარიღია. ამ დღესთან დაკავშირებული ყველა დეტალი მუდამ გახსოვს და წლების შემდეგაც შესაძლოა გაგახსენდეს როგორი ყვავილების თაიგული გაჩუქა რჩეულმა. ამ დღეს გრანდიოზულობა უხდება, ამიტომ ნუ დაინანებთ ფინანსებსა და ძალისხმევას თაიგულის შესაძენად. განსაკუთრებული ყვავილების შერჩევაში კი ჩვენ დაგეხმარებით.

ამ დღისთვის რომანტიკული ფონის გასაძლიერებლად  სადა და პასტელური ფერები შეარჩიეთ. აუცილებელია, ყვავილები წყვილის საერთო მოგონებებთან იყოს დაკავშირებული. ტიტები, ორქიდეები და მიხაკები ამ დღეს გამორჩეულს გახდის. საყვარელ ადამიანს ისინი თავს განსაკუთრებულად აგრძნობინებენ, რადგან მიხვდებიან, რომ ამ არჩევანზე იფიქრეთ. ეს ყვავილები სინაზესთან, სისპეტაკესთან და რომანტიკასთან ასოცირდება, ამიტომ მათი შერჩევის შემთხვევაში გულგრილს ნამდვილად ვერავის დატოვებთ.