წესები და პირობები - Lilat

წესები და პირობები

წესები და პირობები

შეკვეთისა და მიწოდების პირობები ( გადახდა შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე PayPall საშუალებით როგორც ლარში, ასევე დოლარში)

• შეკვეთის გაფორმებიდან ჩაბარების მინიმალური დრო არის 2- 3 საათი, რადგან თაიგულის მომზადებას და მიწოდებას ეს მინიმალური დრო სჭირდება.

• თაიგულის მიტანა შესაძლებელია ყოველ დღე დილის 10:00 დან საღამოს 23:00 ( თუ განსხვავებული დრო გსურთ მისაწოდებლად და ეს დრო არის ღამის საათებში 23:00 დან დილის 10:00 მდე, მაშინ აღნიშნეთ ეს სურვილი შეკვეთის გაფორმების დროს დამატებით კომენტარების ველში ან დაგვიკავშირდით 599108071 / 577054283 )

დარწმუნდით, რომ დეტალურად ავსებთ საკონტაქტო ინფორმაციის ველებს და მისამართს.

• თუ მისამართი არაზუსტია, ვუკავშირდებით დამკვეთს მითითებულ საკონტაქტო ნომერზე და ვაზუსტებთ დეტალებს.

• თუ დამკვეთის ნომერზე დაკავშირება ვერ ხერხდება, იგზავნება წერილი მითითებულ ფოსტაზე.

• იმ შემთხვევაში, თუ დამკვეთი კავშირზე არ გამოდის, ვუკავშირდებით ადრესატს ადგილსამყოფელის დაზუსტების მიზნით. (ვეუბნებით, რომ მის სახელზე სასაჩუქრე გზავნილია. ( თაიგულის შესახებ ინფორმაცია რჩება საიდუმლოდ სიურპრიზის ეფექტის მიზნით).

თუკი ადრესატი არ იმყოფება მითითებულ მისამართზე ან უკვე გადაადგილდა სხვა ლოკაციაზე ვაზუსტებთ ახალ მისამართს და თაიგული მიგვაქვს დამატებითი საკურიერო მომსახურების ღირებულების გარეშე, თუმცა უკვე მოგვიანებით და არა – დამკვეთის მიერ მითითებულ კონკრეტულ დროს.

• იმ შემთხვევაში, თუ თაიგულის ადრესატთან მიწოდება ვერ ხერხდება, თაიგული ბრუნდება მაღაზიაში – ა.თვალჭრელიძის 2 ან ომარ ხიზანიშვილის 27 და შეგიძლიათ მოაკითხოთ სამუშაო საათებში გაფორმებიდან 24 საათის განმავლობაში.

 


თუ გსურთ გააუქმოთ შეკვეთა , ლილატი დაგიბრუნებთ თანხას მითითებულ ანგარიშის ნომერზე ან გავხსნით ავანსს თქვენს სახელზე, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვა ნებისმიერ დროს.

• თანხის უკან დაბრუნების შემთხვევაში გაითვალისწინეთ, რომ დაგიბრუნდებათ გადახდილ ჯამურ თანხას – 18% და – 2.5% დან – 5% მდე ბაბკის მონსახურების საკომისიო.

ლილატ – ვერ მოგაწვდით ინფორმაციას დამკვეთის ვინაობასთან დაკავშირებით
თუკი დამკვეთის ვინაობა ანონიმურია

• ლილატ – ვერ მიაწვდის დამკვეთს ადრესატის ადგილსამყოფს ადრესატის დასტურის გარეშე

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ყველა ყვავილი არის ინდივიდუალური და 2 ერთნაირი ყვავილი არ არსებობს. ამიტომაც შეკვეთილი თაიგული ვერ იქნება 100 % ით იდენტური თუმცა იქნება მაქსინალურად მსგავსი ( ხშირ შემთხვევაში უკეთესიც )

– არ იცვლება თაიგულის ზომა.
– სტილი
– ფორმა

• ყვავილი შესაძლოა ჩანაცვლდეს სეზონურობიდან გამომდინარე დამკვეთის ინტერესების გათვაკისწინებით.

სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ მაღაზიის ნომერზე ან whatsapp-ში +995599108071 ან ფოსტის საშუალებით info@lilatflowers.ge – მენეჯერი თქვენს ყველა შეკითხვას უპასუხებს და გამზადებული თაიგულის ფოტოსაც გადმოგიგზავნით.

 

საღამოს 22:00 საათამდე მიღებული შეკვეთები შესაძლებელია ჩაბარდეს იმავე დღეს, ხოლო 22:00 საათის შემდგომ მიღებული შეკვეთები დარიგდება დილის 10:00 საათიდან

მადლობა, რომ აირჩიეთ Lilat Flower Shop , ჩვენი ფლორისტები სიყვარულით, პროფესიონალიზმით და დამკვეთის მოთხოვნებზე ორიენტირებულობით აწყობენ ყველა თაიგულს.

გვჯერა , რომ ჩვენს თაიგულებს მოაქვს განუმეორებელი და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები

სიყვარულით, ლილატ.

კალათა

უფასო მიწოდება ❤️

შესვლა

ჯერ არ გაქვთ ანგარიში?

Facebook Instagram linkedin
დაიწყეთ აკრეფა, რომ ნახოთ პროდუქტები, რომლებსაც ეძებთ.
დაჯავშნა
Book Now
Оставить заявку