წესები და პირობები

წესები და პირობები

წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს თქვენსა და ციტრუსს – (შემდგომში „კომპანია“ ან lilatflowers.ge) შორის დადებულ სავალდებულო ძალის მქონე შეთანხმებას და არეგულირებს თქვენ მიერ lilatflowers.ge ვებ-გვერდის გამოყენებას.

საიტზე დარეგისტრირებით და/ან კომპანიის მომსახურების გამოყენებით და/ან „ვეთანხმები პირობებს“ (ან ნებისმიერი სხვა ფორმულირების) მონიშვნით თქვენ თანხმობას აცხადებთ წინამდებარე წესების სრულად და უპირობოდ დაცვაზე.  აღნიშნული წესები ხდება თქვენსა და კომპანიას შორის ურთიერთობის ფარგლებში სავალდებულოდ გათვალისწინებული და ენიჭება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული იურიდიული მნიშვნელობა. თქვენს მიერ გაცემულ და ჩვენ მიერ დამუშავებულ პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით არსებულ პროცესთან და მის წესებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად გაეცანით უსაფრთხოების პოლიტიკას.

ნივთის დაბრუნების პროცესთან და მის წესებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად გაეცანით ნივთის გარანტია, გადაცვლა, დაბრუნების პოლიტიკას. პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისა და კონფიდენციალურობის პოლიტიკის და ნივთის დაბრუნების პოლიტიკის მარეგულირებელი დოკუმენტები ამ წესებისა და მხარეთა შორის გარიგების განუყოფელი ნაწილია და მინიჭებული აქვს იდენტური სამართლებრივი სტატუსი.

ტერმინების განმარტება

  • საიტი – ვებ გვერდი lilatflowers.ge.
  • კომპანია – ვებ გვერდის lilatflowers.ge-ს მფლობელი კომპანია, ი.მ მიხეილ ხუციშვილი (პ/კ: 01027053498)..
  • მომხმარებელი – 18 წელს მიღწეული (ქმედუნარიანი) ფიზიკური პირი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც იყენებს საიტის ფუნქციებს, რაც მოიცავს საიტზე პროდუქციის განთავსებას, ძიებას და შეძენას.
  • მყიდველი – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს პროდუქციის შეძენას საიტის მეშვეობით.
  • განცხადება – საიტზე განთავსებული ინფორმაცია გასაყიდი პროდუქციის (რაც მოიცავს ნებისმიერ მომსახურებას და ნივთს) შესახებ.
  • პროდუქცია – საიტის მეშვეობით გასაყიდად შეთავაზებული ნებისმიერი ნივთი.
  • ვენდორი – იურიდიული პირი, რომელიც საიტის მეშვეობით პროდუქციას ყიდის როგორც საიტზე რეგისტრაციის, ასევე კომპანიასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის მიმართაც საიტზე შემოთავაზებულია დამატებითი მომსახურებები, როგორიც შესაძლოა იყოს მაგ.: განვადება, გარანტია, მიტანის სერვისი. როდესაც კომპანია მოქმედებს როგორც გამყიდველი, ის ასევე უფლებამოსილია იმოქმედოს როგორც ვენდორმა. თუ ტექსტი პირდაპირ არ მიუთითებს ვენდორზე/სხვაგვარ წესს არ ადგენს ვენდორთან მიმართებით, მითითება „გამყიდველზე“ მოიცავს “ვენდორსაც”.

ზოგადი პირობები

წინამდებარე მოხმარების წესებით დადგენილი პირობები არეგულირებს კომპანიის საიტით სარგებლობის პირობებს. ვენდორსა და კომპანიას შორის ურთიერთობა დამატებით დარეგულირდება ხელშეკრულებით, რომელსაც, წინამდებარე პირობებთან შეუსაბამობისას, უპირატესი ძალა ექნება ვენდორსა და მმართველ კომპანიის ურთიერთობასთან მიმართებით.

მომხმარებლის მიერ საიტზე შესვლა (ავტორიზაცია/რეგისტრაცია) და საიტიდან ინფორმაციის მიღება ან მომსახურების გამოყენება გულისხმობს იმას, რომ მომხმარებელი თანახმაა დაიცვას წინამდებარე მოხმარების წესებით დადგენილი პირობები და ასევე კონკრეტული პროდუქციის შესაბამის აღწერაში მითითებული წესები.

საიტით მომსახურება განკუთვნილია მხოლოდ იმ მომხმარებლებისთვის, რომელთაც რომელიმე მოქმედი იურისდიქციის კანონმდებლობით არ ეკრძალებათ ან ეზღუდებათ მომსახურების მიღება ინტერნეტით. საიტის მოხმარებით მომხმარებლები თანხმობას იძლევიან, რომ მათ მიერ მომსახურების გამოყენება შესაბამისობაშია ყველა მოქმედი კანონმდებლობის, რეგულაციის და დებულების, მათ შორის საგადასახადო, წესებთან. კომპანია პასუხს არ აგებს მომხმარებლის მიერ მომსახურების უკანონო ან არაავტორიზებულ გამოყენებაზე. მომხმარებელი პასუხისმგებელია გადაამოწმოს მისი იურისდიქციის შესაბამისი კანონმდებლობა საიტზე დარეგისტრირებამდე და მომსახურების მიღებამდე.

კომპანია უფლებამოსილია, მომხმარებლების წინასწარი თანხმობის გარეშე, შეიტანოს ცვლილებები მოხმარების პირობებსა და წესებში. ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, კომპანია განაახლებს წინამდებარე წესებს . მოდიფიცირებული წესები ძალაში შედის საიტზე გამოქვეყნების შემდეგ. მომხმარებელი პასუხისმგებელია პერიოდულად ეწვიოს საიტს და ცვლილების შემთხვევაში გაეცნოს მოხმარების პირობებსა და წესებს. წესებში ცვლილებების შეტანის შემდეგ საიტით სარგებლობის გაგრძელება/სარგებლობა ნიშნავს, რომ მომხმარებელი დაეთანხმა ცვლილებებს.

საიტით სარგებლობისას მომხმარებელი თანხმობას აცხადებს, რომ მმართველმა კომპანიამ დაამუშავოს მომხმარებლის პერსონალური ინფორმაცია პერსონალურ მონაცემთა დაცვის/უსაფრთხოების პოლიტიკის შესაბამისად.

მომხმარებელს არ აქვს უფლება მესამე პირს გაანდოს საკუთარი ანგარიშის სახელი და პაროლი. ამგვარი ინფორმაციის გავრცელების თაობაზე ნებისმიერი ეჭვის არსებობის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია შეცვალოს პაროლი. კომპიუტერსა და ნებისმიერ სხვა აპარატზე და ინტერნეტზე წვდომის ლოკაციაზე ანგარიშის სახელისა და პაროლის უსაფრთხოებაზე, ასევე მომხმარებლის სახელის კომბინაციის, რაიმე ვირუსის ან ვირუსული პროგრამის საფუძველზე, „გატეხვაზე“ და ნებისმიერ დანაკარგზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს. მომხმარებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ განუცხადოს მმართველ კომპანიას ანგარიშის ნებისმიერი შესაძლო გატეხვის მცდელობაზე ან უსაფრთხოების დარღვევაზე.

მომხმარებელმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოიყენოს საიტი იმგვარად, რაც ხელყოფს კომპანიის ან ნებისმიერი მესამე მხარის მფლობელობაში არსებული ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს. ვებ-გვერდის კონტენტის ნებისმიერი რეპროდუქცია, განცხადება, გავრცელება ან ხელახლა გავრცელება, სრულად ან ნაწილობრივ, ნებისმიერი საშუალებით (მათ შორის, ქეშირება, შექმნა), გაყიდვა, გადაყიდვა, განმეორებითი გადაცემა ან მესამე მხარეებისთვის ხელმისაწვდომობა აკრძალულია. იმ შემთხვევაში, თუკი შესაძლებელია მომსახურების ფარგლებში რაიმე მასალის გადმოწერა ან ბეჭდვა, მაშინ ასეთი მასალის გადმოწერა შესაძლებელია მხოლოდ ერთ აპარატზე (და შესაძლებელია წერილობით ფორმაში ბეჭდვა) და მხოლოდ მომხმარებლის პერსონალური, არაკომერციული გამოყენებისთვის.

ინტეგრირებული მომსახურების (როგორიცა მაგ. განვადება, სესხის დამტკიცება და ა.შ) მომწოდებლების პირობები ავსებს წინამდებარე პირობებს მანამ, სანამ ისინი არ ეწინააღმდეგებიან წინამდებარე პირობებს. ნებისმიერი ასეთი ინტეგრირებული მომსახურების გამოყენებით, მომხმარებელი ეთანხმება და პასუხისმგებელია ასეთი პირობების დაცვაზე. წინამდებარე მომსახურების პირობებსა და ნებისმიერი სხვა ინტეგრირებული მომსახურების პირობებს შორის შეუსაბამობის შემთხვევაში, წინამდებარე პირობებს მიენიჭება უპირატესობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის ნებისმიერი სამართლებრივი ურთიერთობისას. 

კომპანიის უფლებები და მოვალეობები

კომპანია წარმოადგენს შუამავალს გამყიდველსა და მყიდველს შორის. კომპანია არ არის არც ერთი განცხადების ავტორი, ორგანიზატორი, თანამონაწილე, გამყიდველი, მყიდველი ან მრჩეველი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ის მოქმედებს როგორც გამყიდველი. იმ ურთიერთობასთან/პროდუქციასთან მიმართებით, რომლის მიმართაც კომპანია მოქმედებს როგორც გამყიდველი, მასზე წინამდებარე წესები გავრცელდება იმგვარად, როგორც გავრცელდებოდა გამყიდველზე.

კომპანია უზრუნველყოფს, თითოეული განცხადების შინაარსის გათვალისწინებით, განცხადების შესაბამის კატეგორიაში განთავსებას.

წინამდებარე ვებ გვერდის მოხმარების წესებისა და პირობების დარღვევის შემთხვევაში კომპანია უფლებამოსილია წაშალოს შესაბამისი ან ყველა განცხადება და დაბლოკოს დამრღვევი მომხმარებლის IP მისამართი. წინამდებარე წესებზე დათანხმებით მომხმარებელი უარს აცხადებს კომპანიისადმი მომავალში აღნიშნულთან დაკავშირებით პრეტენზიების გამოთქმაზე, ნებისმიერ მოქმედ კანონზე დაყრდნობით.

ნებისმიერი განცხადება, რომელიც საიტზე მოხმარების წესების დარღვევით განთავსდება, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ. განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში, დაიბლოკება მომხმარებლის IP მისამართი.

საიტზე უფასოდ დაშვებულზე მეტი რაოდენობით განცხადების განთავსების მიზნით ერთი და იმავე პირის მიერ სხვადასხვა მომხმარებლის სახელით განცხადების განთავსების შემთხვევაში კომპანია/საიტის ადმინისტრაცია უფლებამოსილია წაშალოს ყველა განცხადება და დაბლოკოს ამ პირის IP მისამართი.ასევე, იმ შემთხვევაში, თუ ამ პუნქტში აღნიშნული ქმედებით კომპანიას მიადგა მატერიალური ან/და არამატერიალური (რეპუტაციული) ზიანი, კომპანია უფლებამოსილია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება სრულად.

კომპანია ან/და საიტის ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი საიტზე განთავსებული განცხადების ლეგალურობაზე. თუმცა კომპანია/საიტის ადმინისტრაცია უფლებამოსილია არ განათავსოს ან დაუყოვნებლივ წაშალოს განცხადებები, ან შეუზღუდოს მომხმარებელს საიტზე წვდომა, თუ:

  • ერთი და იგივე მომხმარებელი განათავსებს ორ ან მეტ იდენტურ განცხადებას.
  • განცხადება არის მცდარი, არაზუსტი და მომხმარებელი შეჰყავს შეცდომაში.
  • შეიცავს ინფორმაციას მოპარული, ან სხვაგვარად არაკანონიერი გზით მოპოვებული პროდუქციის შესახებ. ყოველგვარი ეჭვის გამორიცხვის მიზნებისთვის, კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას ნივთის საიტზე განთავსებისას გამოიძიოს ან დამატებითი კვლევა ჩაატაროს ნივთის კანონიერი ფლობის შესახებ, თუმცა ეს პუნქტი გავრცელდება იმ შემთხვევაში, თუ მისთვის ნებისმიერი წყაროდან ცნობილი გახდება ამგვარი გარემოების შესახებ. ასეთ შემთხვევაში კომპანია/ადმინისტრაცია უფლებამოსილია ერთპიროვნულად დაუყოვნებლივ ისარგებლოს წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული განთავსებაზე უარის, წაშლის ან წვდომის შეზღუდვის უფლებით და მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაწყვიტოს ერთპიროვნულად მისცეს თუ არა მომხმარებელს უფლება განათავსოს/განაახლოს განაცხადი/დაიბრუნოს წვდომა, თუ მომხმარებელი მას დოკუმენტაციით ან სხვა ლეგიტიმური საშუალებით დაუმტკიცებს, რომ პროდუქცია მას კანონიერად ეკუთვნის.
  • ლახავს მესამე პირთა მატერიალურ და არამატერიალურ უფლებებს.
  • არის შეურაცხმყოფელი და რაიმე ნიშნის მიხედვით დისკრიმინაციული შინაარსის.
  • შეიცავს განცხადების ობიექტისგან განსხვავებულ აღწერას.
  • არღვევს საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას და არ შეესაბამება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პირობებს.

რეგისტრაციის/საიტზე ავტორიზაციის წესები

  • მომხმარებელი რეგისტრაციას გაივლის საიტზე რეგისტრაციის გვერდზე მითითებული წესების დაცვით.
  • მომხმარებელი ვალდებულია რეგისტრაციისას მიუთითოს რეალური მონაცემები. რეგისტრაციისას სხვა პირის მონაცემების მითითება აკრძალულია. ასეთი შემთხვევის არსებობისას, კომპანია უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს.

პროდუქციის ყიდვა

  • პროდუქციის შესასყიდად მომხმარებელი უნდა მიჰყვეს პროდუქციის შესაბამის გვერდზე განთავსებულ ინსტრუქციას.
  • პროდუქციის შესყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს განვადებით თუ შესაბამისი მითითებაა პროდუქციის წესების/აღწერის გვერდზე. ასეთ შემთხვევაში განვადებით ხელშეკრულება იდება პარტნიორ ბანკსა და მყიდველს შორის.
  • საიტის მეშვეობით პროდუქციის შესყიდვის შესაბამისი ანგარიშსწორება განხორციელდება შესაბამისი პროდუქციის წესებში/აღწერაში მითითებული წესით.

პროდუქციის უკან დაბრუნებასთან დაკავშირებით წესები იხილეთ ნივთის დაბრუნების,გადაცვლის, გარანტიის განსაზღვრელი დოკუმენტი.

გარანტია

Lilatflowers.ge საშუალებით შეძენილ ნებისმიერ ნივთზე მოქმედებს კანონისმიერი გარანტია lilatflowers.ge-ს ყველა მომხმარებლისთვის, რომელიც არის ფიზიკური პირი. ამასთანავე კანონისმიერი გარანტია არ მოქმედებს მეორეულ პროდუქციაზე.

ნივთის გვერდზე მითითებულია lilatflowers.ge-ს ან მწარმოებლის მიერ გაცემული კომერციული გარანტიის დეტალური პირობები (მოქმედების ვადა, გამოყენების პირობები, სერვის ცენტრის მისამართი და სხვ. დეტალები). იმ შემთხვევაში, თუ ნივთის გვერდზე არ არის მითითებული კომერციული გარანტიის პირობა, მასზე ვრცელდება მხოლოდ კანონისმიერი გარანტია რომელიც მითითებულია lilatflowers.ge წესებსა და პირობებში.

კანონისმიერი გარანტია გულისხმობს შემდეგს:

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად თქვენ, როგორც მომხმარებელი უფლებამოსილი ხართ პროდუქციის შეძენიდან 2 (ორი) წლის განმავლობაში მოითხოვოთ მისი უსასყიდლოდ შეცვლა, შეკეთება ან ფასის შემცირება და ხელშეკრულებიდან გასვლა, იმ შემთხვევაში თუ ნივთი აღმოჩნდება ნაკლის მქონე.

თუ ნივთი აღმოჩნდა ნაკლის მქონე თქვენს მიერ მისი მფლობელობაში მიღებიდან ექვსი თვის ვადაში, მაშინ საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ ნაკლი არსებობდა მისი მიწოდებისას, თუ საქონლის ბუნებიდან ან ნაკლის ხასიათიდან გამომდინარე ეს შესაძლებელია. ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება გამყიდველს/მოვაჭრეს (lilatflowers.ge ან პარტნიორ მაღაზიას). თუ თქვენ ნივთი ნაკლიანი აღმოჩნდება მფლობელობაში მიღებიდან ექვსი თვის შემდეგ, იმის მტკიცების ტვირთი, რომ ნაკლი არსებობდა მიწოდებისას გეკისრებათ თქვენ.

თქვენ უფლება გაქვთ მოითხოვოთ ნივთის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ნივთის ბუნებიდან გამომდინარე შეუძლებელია ან არათანაზომიერია ან შეუსაბამოდ დიდ ხარჯს მოითხოვს.

ნივთის შეკეთებული ან შეცვლილი იქნება გონივრულ ვადაში, არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, იმგვარად რომ ნივთის ბუნებიდან და მიზნებიდან გამომდინარე მომხმარებელს არ შეექმნას მნიშვნელოვანი შეფერხება.

თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ ფასის შემცირება ან უარი თქვათ ნივთზე თუ არსებობს შემდეგი პირობა (1) ნივთის შეკეთება ან შეცვლა შეუძლებელია (2) ნივთი არ შეკეთდა ან შეიცვალა გონივრულ ვადაში და ამით დაგეკარგათ ინტერესი (3) ნივთის შეკეთება ან შეცვლა მნიშვნელოვან შეფერხებას გამოიწვევს.

იმ შემთხვევაში თუ თქვენ უარს იტყვით ნივთზე (ხელშეკრულებიდან გასვლა), მიყენებული ზიანი (არსებობის შემთხვევაში) ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თქვენ არ გაქვთ უფლება უარი თქვათ ნივთზე, თუ ნაკლი უმნიშვნელოა.

კანონისმიერი გარანტიის სხვა პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.

არასრულწლოვანი პირები

ვებგვერდის სერვისები არ არის შექმნილი ან გამიზნული 18 წლამდე ასაკის პირებისთვის, პირებისთვის, რომელთაც რომელიმე იურისდიქციით სერვისების გამოყენებასთან დაკავშირებით არ მიუღწევიათ კანონიერი თანხმობის ასაკამდე („კანონით სრულწლოვანი“). თუ თქვენ არ ხართ კანონით  სრულწლოვანი პირი, თქვენ არ გაქვთ უფლება ჩამოტვირთოთ ან ისარგებლოთ სერვისებით ან მოგვაწოდოთ პერსონალური ინფორმაცია.  

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას ვიქონიოთ წვდომა და შევამოწმოთ თქვენგან მიღებული ნებისმიერი პერსონალური ინფორმაცია. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენთვის გახდება ცნობილი, რომ ინფორმაციის გაზიარება მოხდა მომხმარებლის მიერ, რომელსაც არ მიუღწევია სრულწლოვანების ასაკამდე,  ჩვენ უფლება გვაქვს არ გავითვალისწინოთ ეს ინფორმაცია. თუ თქვენ გაქვთ მიზეზი ივარაუდოთ, რომ ჩვენთვის ინფორმაციის გაზიარება მოხდა არასრულწლოვანი პირის მიერ, გთხოვთ, გვაცნობოთ ამის შესახებ. 

განცხადების განთავსება

  • საიტზე განცხადების განთავსებისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა ან/და კომპანიასთან ხელშეკრულების ცალკეულად გაფორმება და საიტის მოხმარების წესებზე დათანხმება, რაც მოიცავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის/უსაფრთხოების პოლიტიკაზე დათანხმებასაც.
  • ვენდორის მიერ საიტზე განთავსებული განცხადების შინაარსი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას.
  • განცხადების განთავსებით ვენდორი ადასტურებს რომ მას აქვს პროდუქციის რეალიზაციის უფლება.
  • საიტზე განცხადების განთავსების უფლება აქვს ნებისმიერ იურიდიულ პირს.
  • ვენდორი ვალდებულია ინფორმაცია გასაყიდი პროდუქციის შესახებ განცხადებაში განათავსოს განცხადების განთავსების შესაბამის გვერდზე მითითებული ინსტრუქციის მიხედვით. გასაყიდი პროდუქცია სრულიად უნდა შეესაბამებოდეს განცხადებაში განთავსებულ აღწერას. იმ შემთხვევაში, თუ მითითებული მახასიათებლები არ შეესაბამება პროდუქტს და ამ ფაქტით კომპანიას მიადგა მატერიალური ან/და არამატერიალური (რეპუტაციული) ზიანი, ვენდორი ვალდებულია კომპანიას აუნაზღაუროს აღნიშნული ზიანი სრულად.
  • ვენდორი ვალდებულია განცხადება საიტზე განათავსოს საქართველოს კანონმდებლობისა და წინამდებარე საიტის მოხმარების წესების დაცვით.
  • ვენდორს ეკრძალება განცხადებაში მითითებულისაგან განსხვავებული პროდუქციის განთავსება, ან განცხადებაში სხვა საიტის მისამართის მითითება. ამ წესის დარღვევის შემთხვევაში, კომპანიას უფლება აქვს წაშალოს ყველა მსგავსი განცხადება ან/და დაბლოკოს მომხმარებელი. ასევე, თუ ქმედებით კომპანიას მიადგა მატერიალური ან არამატერიალური (რეპუტაციული) ზიანი, ვენდორი ვალდებულია აანაზღაუროს აღნიშნული ზიანი სრულად.
  • ვენდორი იღებს სრულ პასუხისმგებლობას საიტზე მის მიერ განთავსებული განცხადების ლეგალურობაზე, განთავსებული პროდუქციის ნებისმიერ უფლებრივ/ნივთობრივ ნაკლზე, ხარისხზე, უსაფრთხოებაზე და აღწერაში მითითებულ ინფორმაციასთან შესაბამისობაზე/სიზუსტეზე.

მოქმედების ვადა და შეწყვეტა

წინამდებარე წესები და პირობები ძალაში შედის მომხმარებლის მიერ თანხმობის გამოცხადების შემდეგ და მოქმედებს მომხმარებლის ანგარიშის გაუქმებამდე.

წინამდებარე დოკუმენტის მოქმედება შესაძლებელია შეწყდეს საქართველოს კანონმდებლობით ან/და წინამდებარე წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში, აგრეთვე მომხმარებლის ინიციატივით ნებისმიერ დროს, შეწყვეტის მომენტისათვის Lilatflowers.ge-ს წინაშე არსებული ნებისმიერი სახის დავალიანების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სრულად დაფარვის შემდეგ.

დარწმუნდით, რომ დეტალურად ავსებთ საკონტაქტო ინფორმაციის ველებს და მისამართს.

• თუ მისამართი არაზუსტია, ვუკავშირდებით დამკვეთს მითითებულ საკონტაქტო ნომერზე და ვაზუსტებთ დეტალებს.

• თუ დამკვეთის ნომერზე დაკავშირება ვერ ხერხდება, იგზავნება წერილი მითითებულ ფოსტაზე.

• იმ შემთხვევაში, თუ დამკვეთი კავშირზე არ გამოდის, ვუკავშირდებით ადრესატს ადგილსამყოფელის დაზუსტების მიზნით. (ვეუბნებით, რომ მის სახელზე სასაჩუქრე გზავნილია. ( თაიგულის შესახებ ინფორმაცია რჩება საიდუმლოდ სიურპრიზის ეფექტის მიზნით).

თუკი ადრესატი არ იმყოფება მითითებულ მისამართზე ან უკვე გადაადგილდა სხვა ლოკაციაზე ვაზუსტებთ ახალ მისამართს და თაიგული მიგვაქვს დამატებითი საკურიერო მომსახურების ღირებულების გარეშე, თუმცა უკვე მოგვიანებით და არა – დამკვეთის მიერ მითითებულ კონკრეტულ დროს.

• იმ შემთხვევაში, თუ თაიგულის ადრესატთან მიწოდება ვერ ხერხდება, თაიგული ბრუნდება მაღაზიაში – ა.თვალჭრელიძის 2 ან ომარ ხიზანიშვილის 27 და შეგიძლიათ მოაკითხოთ სამუშაო საათებში გაფორმებიდან 24 საათის განმავლობაში. 

დაბრუნებაგადაცვლა

დაბრუნება-გადაცვლის პირობები წარმოადგენს ვებგვერდით სარგებლობის წესებისა და პირობების განუყოფელ ნაწილს. ვებგვერდით სარგებლობის წესებსა და პირობებზე დათანხმებისას თქვენ ეთანხმებით წინამდებარე დაბრუნება-გადაცვლის პირობებსაც. 

შეძენილი ნივთის გამოყენების ზოგადი წესები:

  • ნივთის შეძენამდე, მნიშვნელოვანია ყველა ტექნიკურ მახასიათებლთან გაცნობა, რათა სწორად დადგინდეს ნივთის შესაბამისობა შენს წინაშე არსებული საჭიროებებთან;
  • შეძენილი ნივთის გამოყენება აუცილებლად უნდა მოხდეს ინსტრუქციის მიხედვით;

ინსტრუქციის ნახვა შესაძლებელია:

  • ნივთის ყუთში თანმხლებ დოკუმენტაციაზე;
  • საქართველოში რეგისტრირებულ ნომერზე დაკავშირებით (+995 599 108 071) , ან ონლაინ ჩატში, შესაბამისი კვალიფიკაციის ექსპერტებთან გასაუბრებით.

ნივთების გამოყენების ინსტრუქცია/წესები:

  • ნივთის გამოყენება არ უნდა მოხდეს არადანიშნულებისამებრ ;
  • არ არის რეკომენდირებული ელექტრონული მოწყობილებების სხვა მოწყობილობის დამტენით, ან სადენით ელექტრო წრედში შეერთება;
  • ცვლადი დენის რისკის შემთხვევაში, აუცილებელია ელექტროენერგიის უწყვეტი კვების წყაროს (სტაბილიზატორის) გამოყენება;

ნივთის დაბრუნების შეცვლის პირობები:

ზოგადი ინსტუქცია:

  • ტექნიკური წუნის ან/და დადგენილი ვიზუალური დეფექტის გამო, ნივთის დაბრუნება ხდება მისი შეძენიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში;
  • დაბრუნების ძირითად პირობებს განსაზღვრავენ გამყიდველი მაღაზიები, მათი შიდა პოლიტიკის შესაბამისად;
  • კონკრეტულ მაღაზიაში არსებული გარანტიები, დაბრუნების და გაცვლის პირობები, ზუსტი ანალოგით ვრცელდება ნივთის Lilatflowers.ge -ზე გაყიდვის შემთხვევაში;
  • დაბრუნების პროცესის წამოსაწყებად, საჭიროა Lilatflowers.ge-ს ცხელ ხაზზე აცნობოთ დასაბრუნებელი პროდუქტის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები: შეკვეთის ნომერი, შეკვეთის მისამართზე მიღების თარიღი; ტრანზაქციის (გადახდის) დამადასტურებელი ინფორმაცია;

ინფორმაციის მიწოდება ხდება ნივთის მიღებიდან 3 კალენდარული დღის განმავლობაში. 

თუ ნივთს გახსნისთანავე (ყუთიდან ამოღებისთანავე) აქვს ვიზუალური დეფექტი:

  • გადაიღეთ ვიზუალური დეფექტის ფოტოსურათები;
  • ნივთის ყიდვიდან 3 კალენდარული დღის განმავლობაში, დაუკავშირდით Lilatflowers.ge – ს და მიაწოდეთ ფოტო მასალა, შეკვეთის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები და ხარვეზის დეტალური აღწერილობა;

თუ შეძენილ ნივთს აღმოაჩნდება ქარხნული დეფექტი (არ მუშაობს):

  • დაზიანებული ნივთი აღნიშნულ ვადაში უნდა წარედგინოს იმ სერვის ცენტრს, რომელიც გამყიდველ მაღაზიას ემსახურება;
  • ნივთი, რომელზეც დადასტურდება ქარხნული დეფექტი, შეიცვლება გამყიდველი კომპანიის მიერ დადგენილი წესით.
  • ნივთის შეცვლა დაშვებულია მხოლოდ სრული კომპლექტაციით, აუცილებელია ყუთის და ყველა აქსესუარის შენახვა;

ნივთის დაბრუნების / შეცვლის პროცესის წამოწყება ასევე შესაძლებელია, თუ:

  • მომხმარებელთან მიტანილი ნივთი არ შეესაბამება შეკვეთაში არსებული ნივთის მახასიათებლებს;
  • ნივთი დაზიანდა მიტანის პროცესში (გარეგანი დაზიანებები);
  • მიწოდების შეთანხმებული დრო დაირღვა Lilatflowers.ge-ის მხრიდან;

ნივთის დაბრუნების / შეცვლის პროცესის წამოწყება ასევე შესაძლებელია, თუ მომხმარებელმა გადაიფიქრა შეძენა:

ასეთი მოთხოვნა არ ვრცელდება შემდეგ შემთხვევებზე თუ:

  • პროდუქტის ჰერმეტულობა მიწოდების შემდეგ დაირღვა და ამდენად პროდუქტის დაბრუნება შეუძლებელია ჯანმრთელობის ან ჰიგიენური ნორმების დაცვის გამო;
  • პროდუქტი არის დალუქული აუდიო-ვიდეო ჩანაწერი ან პროგრამული უზრუნველყოფა და მისი ლუქი მიწოდების შემდეგ დაირღვა;
  • მომხმარებლის მიერ დარღვეულია პროდუქტის შეფუთვის მთლიანობა (ყუთი, პარკი, ლუქი);
  • პროდუქტზე აღინიშნება გამოყენების კვალი;
  • პროდუქტი ჰიგიენური ხასიათის საგანია;
  • პროდუქტს არ ახლავს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილი და დოკუმენტი.
  • დადგენილი მოთხოვნები არ ვრცელდება იმ საქონელზე ან მომსახურებაზე, რომლის ფასი 30 ლარს არ აღემატება.
  • ნივთი დამზადებულია მომხმარებლის ინდივიდუალური შეკვეთით ან აშკარად მის პირად საჭიროებებზეა მორგებული;
  • იმ შემთხვევაში თუ ნივთი არ არის პირვანდელ მდგომარეობაში ან არ არის წარმოდგენილი თანმხლებ დოკუმენტებთან ერთად, თქვენ დაგიბრუნდებათ ნივთში გადახდილი ღირებულების ნაწილი. დასაბრუნებელი ღირებულების ოდენობა განისაზღვრება ნივთის მდგომარეობის შეფასების შედეგად.

ნივთის დაბრუნების/შეცვლის ვადები:

  • ვადები დაცული იქნება გამყიდველი მაღაზიების და მათი მომსახურე სერვის ცენტრების შიდა სტანდარტების შესაბამისად;
  • ნივთის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში მოთხოვნა უნდა დააფიქსიროთ ნივთის მიღებიდან 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღის განმავლობაში.
  • თბილისის მასშტაბით ნივთის დაბრუნება ხდება მოთხოვნის დაფიქსირებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.
  • რეგიონების შემთხვევაში, ნივთის დაბრუნება მოხდება განაცხადის დაფიქსირებიდან 5 სამუშაო დღეში. მაღალმთიანი რეგიონის შემთხვევაში, 7-10 სამუშაო დღეში.
  • Lilatflowers.ge-ს წარმომადგენლები განაცხადის მიღებიდან 24 საათის განმავლობაში დაგიკავშირდებიან ნივთის დაბრუნების პროცედურასთან დაკავშირებით.

უკან დაბრუნების/შეცვლის ტრანსპორტირების ხარჯები:

Lilatflowers.ge აანაზღაურებს პროდუქტის დაბრუნების ტრანსპორტირების ხარჯებს, იმ შემთხვევაში თუ:

  • მომხმარებელთან მიტანილი ნივთი არ შეესაბამება შეკვთაში არსებული ნივთის მახასიათებლებს;
  • ნივთი დაზიანდა მიტანის პროცესში (გარეგანი დაზიანებები);
  • დადასტურდა ტექნიკური წუნი და ვიზუალური დეფექტი.
  • მიწოდების შეთანხმებული დრო დაირღვა Lilatflowers.ge-ის მხრიდან;

თუკი მომხმარებელს სურს გააუქმოს შეკვეთა, კანონით განსაზღვრული ვადებით, შეკვეთის მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში, ნივთი თავად უნდა მიაწოდოს Lilatflowers.ge- ოფისს. თუკი არ ფიქსირდება ის შემთხვევები, რის დროსაც კომპანია თავად ანაზღაურებს ტრანსპორტირების ხარჯებს.  

როგორ ვაცნობოთ კომპანიას მოთხოვნა პროდუქტის დაბრუნება/გადაცვლაზე: 

  • მოთხოვნა შეგიძლიათ დააფიქსიროთ ონლაინ Facebook ჩათის , საიტის ან ელექტრონული ფოსტის (info@lilatflowers.ge) მეშვეობით.
  • დაგვიკავშირდეთ ქოლ ცენტრის საშუალებით ნომერზე +995 599 108 071
  • ნივთის დაბრუნების მოთხოვნის დაფიქსირებისთვის საჭიროა წარმოადგინოთ შემდეგი ინფორმაცია: შეკვეთის თარიღი, შეკვეთის მიღების თარიღი, მომხმარებლის სახელი, მომხმარებლის მისამართი.

დაბრუნება და თანხის ანაზღაურება :

  • პროდუქტის დაბრუნებისთვის, საჭიროა პროდუქტს ახლდეს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილები და დოკუმენტი ასეთის არსებობის შემთხვევაში. საგარანტიო ფურცელი, ტექნიკური პასპორტი, ნივთზე თანმხლები სხვა დოკუმენტები, ნივთის დაუზიანებელი ყუთი, აქსესუარები, გადახდის ქვითარი და სხვა.
  • ქარხნული წუნის შემთხვევაში, თანხის უკან დაბრუნების ან ნივთის ჩანაცვლების შესახებ გადაწყვეტილებას გაიგებთ 5 დღის განმავლობაში.
  • დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში თანხის ანაზღაურება მოხდება გადაწყვეტილების მიღებიდან მაქსიმუმ 5 სამუშაო დღეში.

უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ნივთი დაგიბრუნდებათ უკან. 

  •  თანხის დაბრუნება ხდება მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით, მომხმარებელს იმ საბარათო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით.

გთხოვთ, შეკვეთის ჩაბარებისას ყურადღებით შეამოწმოთ ნივთი და დარწმუნდეთ, რომ იგი ფიზიკურად უნაკლოა და შეესაბამება თქვენს შეკვეთას. შეკვეთის ჩაბარებით თქვენ ადასტურებთ, რომ მიიღეთ ფიზიკურად უნაკლო ნივთი, რომელიც შეესაბამება თქვენს შეკვეთას. თუ შეკვეთის მიღების შემდეგ აღმოაჩენთ, რომ ნივთს აქვს ქარხნული წუნი ან/და სხვა ტიპის ფარული ნაკლი, თქვენ გაქვთ უფლება მოგვმართოთ მისი დაბრუნების მოთხოვნით. თქვენ სარგებლობთ იგივე უფლებით, იმ შემთხვევაშიც როცა ნივთს არ აქვს ვებ-გვერდზე განთავსებული მახასიათებლები. 

ქარხნული წუნის შემთხვევაში ჩვენ შეიძლება დაგვჭირდეს შესაბამისი სერვის ცენტრისთვის მიმართვა, რომელიც გამოიკვლევს ნივთს და გასცემს დასკვნას. იმ შემთხვევაში, თუ ნივთის ქარხნული წუნი დადასტურდა ნივთი დაექვემდებარება დაბრუნებას ან ვიმოქმედებთ ნივთზე გაცემული კომერციული გარანტიის შესაბამისად.

• თანხის უკან დაბრუნების შემთხვევაში გაითვალისწინეთ, რომ დაგიბრუნდებათ გადახდილ ჯამურ თანხას – 18% და – 2.5% დან – 5% მდე ბაბკის მონსახურების საკომისიო.

უსაფრთხოების პოლიტიკა

მიზანი

უსაფრთხოების პოლიტიკა აღწერს პროცესებს “lilatflowers.ge”-ის მიერ თქვენი ინფორმაციის შეგროვების, გამოყენებისა და მისი გამჟღავნების შესახებ. 

წინამდებარე უსაფრთხოების პოლიტიკა განსაზღვრავს Lilatflowers.ge- ის მომხმარებელთა პერსონალური ხასიათის მონაცემების დამუშავების წესს, მიზნებს, გამოყენებისა და შენახვის პირობებს. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, Lilatflowers.ge -ის მიზანია მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დაცვა.

წინამდებარე დოკუმენტი (უსაფრთხოების პოლიტიკა) წარმოადგენს Lilatflowers.ge -ის ვებგვერდით სარგებლობის წესებისა და პირობების განუყოფელ ნაწილს, რომელიც არის ორმხრივი მავალდებულებელი დოკუმენტი.

ტერმინების განმარტება:

  • საიტი – ვებ გვერდი lilatflowers.ge.
  • კომპანია – ვებ გვერდის lilatflowers.ge-ს მფლობელი კომპანია, ი.მ მიხეილ ხუციშვილი (პ/კ: 01027053498).
  • პერსონალური მონაცემი – ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს.
  • მონაცემთა დამუშავება – ავტომატური, ნახევრად ავტომატური ან არაავტომატური საშუალებების გამოყენებით მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება.
  • მონაცემთა სუბიექტი (შემდგომში მომხმარებელი) – ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომლის შესახებაც მუშავდება მონაცემები.
  • მომხმარებლის თანხმობა – წინამდებარე დოკუმენტის მომხმარებლის მიერ გაცნობისა და მისი პერსონალური ხასიათის მონაცემების დამუშავების შესახებ გამოხატული ნება.
  • მესამე პირი – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, საჯარო დაწესებულება.

მონაცემთა დამუშავების საფუძვლები

Lilatflowers.ge მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს დაამუშავებს, თუ:

  • არსებობს მომხმარებლის თანხმობა.
  • მონაცემთა დამუშავება საჭიროა Lilatflowers.ge -ის მიერ, მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად.
  • მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მომხმარებლისათვის მომსახურების გასაწევად.

როგორ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას

გაგაცნობთ პერსონალურ ინფორმაციაზე არასანქცირებულ წვდომასთან დაკავშირებით lilatflowers.ge-ს დაცვის მექანიზმებს, რომელთა საშუალებითაც ჩვენ ვუზრუნველყოფთ თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვას. ეს მოიცავს ინფორმაციას, რომელსაც lilatflowers.ge მოიპოვებს თქვენთვის მომსახურების გაწევის პერიოდში, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად, შემდგომში ასევე შესაძლებელია გამოყენებულ იქნას მარკეტინგის მიზნებისთვის. აღნიშნულ გვერდზე ყველა იმ მეთოდოლოგიას და გზას, თუ როგორ გამოიყენება აღნიშნული ინფორმაცია და როგორ შეგიძლიათ ასევე დაიცვათ თავი.

საიტზე რეგისტრაციისათვის საჭიროა შემდეგი მონაცემების სწორად მითითება:

  • სახელი გვარი და ტელეფონის ნომერი. ისინი საჭიროა, რათა გაიაროთ საიტზე ავტორიზაცია.
  • სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი: ეს მონაცემები საჭიროა, რათა სწორად მოვახდინოთ მომხმარებლის იდენტიფიკაცია და საჭიროების შემთხვევაში დავუკავშირდეთ მას.
  • ქალაქი და მისამართი: საჭიროა, რათა განხორციელდეს პროდუქტის მიწოდება სასურველ მისამართზე.

არასრულწლოვანი პირები

ვებგვერდის სერვისები არ არის შექმნილი ან გამიზნული 18 წლამდე ასაკის პირებისთვის, პირებისთვის, რომელთაც რომელიმე იურისდიქციით სერვისების გამოყენებასთან დაკავშირებით არ მიუღწევიათ კანონიერი თანხმობის ასაკამდე („კანონით სრულწლოვანი“). თუ თქვენ არ ხართ კანონით  სრულწლოვანი პირი, თქვენ არ გაქვთ უფლება ჩამოტვირთოთ ან ისარგებლოთ სერვისებით ან მოგვაწოდოთ პერსონალური ინფორმაცია.  

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას ვიქონიოთ წვდომა და შევამოწმოთ თქვენგან მიღებული ნებისმიერი პერსონალური ინფორმაცია. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენთვის გახდება

ცნობილი, რომ ინფორმაციის გაზიარება მოხდა მომხმარებლის მიერ, რომელსაც არ მიუღწევია სრულწლოვანების ასაკამდე,  ჩვენ უფლება გვაქვს არ გავითვალისწინოთ ეს ინფორმაცია. თუ თქვენ გაქვთ მიზეზი ივარაუდოთ, რომ ჩვენთვის ინფორმაციის გაზიარება მოხდა არასრულწლოვანი პირის მიერ, გთხოვთ, გვაცნობოთ ამის შესახებ.

მომხმარებლის ვალდებულება:

მომხმარებელი ვალდებულია Lilatflowers.ge -ს მის შესახებ მიაწოდოს სრულყოფილი და სწორი ინფორმაცია შემდგომში მომსახურების მიღების მიზნით. აღნიშნული ვალდებულება ასევე ვრცელდება მომხმარებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის ცვლილებებზე.

ჩვენ გარანტიას გაძლევთ, რომ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოგვმართოთ და მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით.

აღნიშნული ინფორმაციის თქვენთვის მოწოდების ვალდებულება Lilatflowers.ge-ს წარმოეშვება მხოლოდ თქვენი მოთხოვნის შემთხვევაში. 

ამ ინფორმაციის მიღების სამართლებრივი საფუძველი:

  •    თქვენი თანხმობა;
  •     სახელშეკრულებო ვალდებულებათა შესრულება;
  •     კანონიერი ინტერესები;
  •     კანონიერი მოვალეობა.
  •     რეგულაციებთან შესაბამისობა

ინფორმაციის გავრცელება:

Lilatflowers.ge თქვენი ნებართვის გარეშე არ უმხელს თქვენ მიერ მოწოდებულ ინფორმაციას მესამე მხარეს, თუმცა უფლებას იტოვებს ელ.ფოსტასა და საიტზე მითითებულ მობილურის ნომერზე გამოგიგზავნოთ სხვადასხვა ინფორმაცია ჩვენი სიახლეების, შეკვეთის სტატუსების, ინტერნეტ–პროექტების, ცვლილებების, შეთავაზებებისა და აქციების შესახებ. თქვენ შესახებ ინფორმაცია, შეიძლება გამოვიყენოთ სტატისტიკისათვის. სტატისტიკა ზოგადი ინფორმაციაა, რომელიც არ ამხელს თქვენს მონაცემებსა და ვინაობას. მაგალითად, „საიტზე რეგისტრირებულია 12 594 მომხმარებელი“.

ვის შეიძლება გავუზიაროთ თქვენი პერსონალური მონაცემები:

 პერსონალური მონაცემების გაზიარება შეიძლება მოხდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საჭიროებებსა თუ შემთხვევებში, ასევე სხვა ორგანიზაციებთან, რომლებმაც თქვენს მიერ შერჩეული პროდუქტი თუ მომსახურება უნდა მოგაწოდონ ან შემოგთავაზონ გარკვეული მომსახურების გაწევა, იმ პირობით, რომ:

ასეთი ინფორმაციის გაზიარებამდე ხსენებულმა მხარეებმა სავალდებულო წესით უნდა განაცხადონ თანხმობა, შეინახონ თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ და კონფიდენციალურად.

ავტომატურად შენახული ინფორმაცია Cookies 

Cookies არის ტექსტური ფაილი, რომელიც თქვენს მყარ დისკზე ინახავს თქვენს მიერ მონახულებული ვებგვერდის შესახებ ინფორმაციას. ჩვენ ვიყენებთ Cookies-ს ტექნოლოგიას, რათა უზრუნველვყოთ საიტით სარგებლობა და უფრო მარტივი და ეფექტური გავხადოთ იგი.

უსაფრთხოება და კონფიდენციალურობა:

თქვენი პროფილის შესახებ ინფორმაცია დაცულია თქვენს მიერ შერჩეული პაროლითა და პირადი ელექტრონული ფოსტით, ტელეფონის ნომრით. “Lilatflowers.ge”-ის ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს გასცეს თქვენი ინფორმაცია სამართალდამცავ ორგანოებზე, თუ ამას საქართველოს მოქმედი კანონდებლობა მოითხოვს.

რამდენ ხანს ვინახავთ პერსონალურ ინფორმაციას?

ჩვენ შესაძლოა თქვენი ინფორმაცია შევინახოთ 10 წლამდე ვადით, რათა შესაბამისი საჭიროებიდან გამომდინარე მოხდეს მისი გამოყენება ამ პერიოდში. როგორიცაა, და არა მხოლოდ:  საჩივრებზე მტკიცებულებებისთვის, შესრულებული პირობის მტკიცებულებისთვის, შესაბამის რეგულაციებთან შესაბამისობის მისაღებად.

ცვლილებები უსაფრთხოების პოლიტიკაში 

“Lilatflowers.ge” იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს დაარედაქტიროს და შეცვალოს უსაფრთხოების პოლიტიკა, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. თუმცა ამის შესახებ აუცილებლად ეცნობება ვებსაიტის მომხარებელს უშუალოდ ვებსაიტის საშუალებით, ამავე გვერდზე. 

თქვენი გადაწვეტილება

საიტის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით უსაფრთხოების პოლიტიკის წესებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, გთხოვთ ნუ გამოიყენებთ ვებსაიტის მომსახურებას.

თქვენს მიერ ჩვენი გვერდის გამოყენება (გარდა იმ შემთხვევისა, თუ გვერდზე ოპერირებთ, როგორც სტუმარი) ნიშნავს, რომ თანახმა ხართ ჩვენს მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების, მათ შორის მზა ჩანაწერების გამოყენებაზე. პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა წარმოადგენს ვებგვერდის პირობების განუყოფელ ნაწილს.

 

კითხვების ან დამატებითი ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით info@lilatflowers.ge-ზე.

 

• შეკვეთის გაფორმებიდან ჩაბარების მინიმალური დრო არის 2- 3 საათი, რადგან თაიგულის მომზადებას და მიწოდებას ეს მინიმალური დრო სჭირდება.

• თაიგულის მიტანა შესაძლებელია ყოველ დღე დილის 10:00 დან საღამოს 23:00 ( თუ განსხვავებული დრო გსურთ მისაწოდებლად და ეს დრო არის ღამის საათებში 23:00 დან დილის 10:00 მდე, მაშინ აღნიშნეთ ეს სურვილი შეკვეთის გაფორმების დროს დამატებით კომენტარების ველში ან დაგვიკავშირდით 599108071 / 577054283 )

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ყველა ყვავილი არის ინდივიდუალური და 2 ერთნაირი ყვავილი არ არსებობს. ამიტომაც შეკვეთილი თაიგული ვერ იქნება 100 % ით იდენტური თუმცა იქნება მაქსინალურად მსგავსი ( ხშირ შემთხვევაში უკეთესიც )

– არ იცვლება თაიგულის ზომა.
– სტილი
– ფორმა

• ყვავილი შესაძლოა ჩანაცვლდეს სეზონურობიდან გამომდინარე დამკვეთის ინტერესების გათვაკისწინებით.

სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ მაღაზიის ნომერზე ან whatsapp-ში +995599108071 ან ფოსტის საშუალებით info@lilatflowers.ge – მენეჯერი თქვენს ყველა შეკითხვას უპასუხებს და გამზადებული თაიგულის ფოტოსაც გადმოგიგზავნით.

 

თუ სასურველი ნივთის საყიდლად აქ შემოხვედი, ყველა მნიშვნელოვან კითხვაზე პასუხს აქ იპოვი!

როგორ შევიძინო ნივთი?

იმისთვის, რომ ჩვენთან შეიძინოთ ნივთი, მარტივად შეგიძლიათ შეავსოთ განაცხადი ონლაინ; გაიაროთ რეგისტრაციის პროცედურა და შექმნათ

 თქვენი პირადი კაბინეტი. რამდენიმე ნივთის ერთდროულად შესაძენად, შეგიძლიათ თქვენთვის სასურველი ნივთები მოათავსოთ კალათაში და დაადასტუროთ შეძენა.

დაუკავშირდით ქოლ ცენტრის ოპერატორსრომელიც დაგეხმარებათ ნივთის შეკვეთის გაფორმებაში+995 599 108 071

გადახდის რა მეთოდები გაქვთ?

შეკვეთის გადახდა შეგიძლიათ ოთხი მეთოდით:

  1. საბანკოგადარიცხვა ონლაინ
  2. ბარათითგადახდა ონლაინ

*** ადგილზე გადახდა არ მოქმედებს ყველა ნივთზე. შეგიძლიათ თუ არა კონკრეტული ნივთის ადგილზე გადახდა, უნდა გადაამოწმოთ კონკრეტული ნივთის გვერდზე შესაბამის გრაფაში.

*** იმ ნივთებზე, რომლებზეც შეგიძლიათ გადახდა, მითითებულია გადახდის მეთოდებში ადგილზე გადახდის ნიშანი. სხვა შემთხვევაში, თუ არ არის

 მსგავსი მეთოდი კონკრეტულ ნივთზე, მისი ადგილზე გადახდით შეძენა ამ ეტაპზე არ შეგიძლიათ.

***თუ თვლით, რომ ამ ნივთის შეძენა გსურთ მხოლოდ ადგილზე გადახდით, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ-ცენტრს ნომერზე +995 599 108 071

როგორ ხდება ნივთის მიწოდება?

ჩვენი კურიერი მოგაწვდით თქვენთვის სასურველ ნივთს, საქართველოს ნებისმიერ წერტილში, (დროებით ოკუპირებული ტერიტორიების გარდა)

მიწოდების ვადა:  

თბილისი: შეკვეთის დაფიქსირებიდან 2-3 სამუშაო საათის ვადაში. 

რა ვქნა, თუ დაზიანებული ნივთი ჩამბარდა?

დაგვიკავშირდი და აუცილებლად დაგეხმარებით პრობლემის მოგვარებაში!

დეტალებს შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენი კომპანიის გარანტიისა და დაბრუნების პოლიტიკის განყოფილებაში.

შეგიძლიათ მოგვწეროთ მესენჯერში, ან დაგვირეკოთ ნომერზე: +995 599 108 071

რომელ ნივთზე ვრცელდება გარანტია?

გარანტიის ნახვა შეგიძლით პროდუქტის დეტალურ გვერდზე, ან გამოიყენოთ ზოგადი გარანტიის პოლიტიკის გვერდი.

ვის უნდა მივმართო საგარანტიო მომსახურებაზე?

საგარანტიო მომსახურებას სერვის ცენტრები ახორციელებენ. თქვენს სერვის ცენტრზე ინფორმაციის მოძიება შეგიძლიათ საგარანტიო ფურცელზე

 (რომელიც პროდუქციას ახლავს თან). თუ უფრო დეტალური ინფორმაციის მიღება გნებავთ, მოგვწერეთ მესენჯერში ან დაგვირეკეთ ნომერზე:

+ 995 599 108 071 (სამუშაო საათები: 10:00-19:00)

შემიძლია პროდუქტის გადაცვლა ან უკან დარბუნება?

დეტალურ ინფორმაციას ამის შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ მთავარ გვერდზე, დასახელებაში (გარანტია, დაბრუნება გადაცვლა).

როგორ გავაუქმო შეკვეთა?

შეკვეთის გაუქმების პირობებზე დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: + 995 599 108 071 (სამუშაო საათები: 10:00-19:00)

შემიძლია თუ არა შეკვეთის გაფორმება სატელეფონო ზარით?

რა თქმა უნდა შეგიძლიათ!

შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი ნივთი და დაგვირეკეთ ნომერზე: + 995 599 108 071 (სამუშაო საათები: 10:00-19:00). 

თუ თქვენს შეკითხვაზე ჯერაც ვერ მიიღეთ პასუხიდაგვიკავშირდით ნომერზე  +995 599 108 071

ან მოგვწერეთ მესენჯერშიჩვენი ოპერატორები აუცილებლად დაგეხმარებიან

საღამოს 22:00 საათამდე მიღებული შეკვეთები შესაძლებელია ჩაბარდეს იმავე დღეს, ხოლო 22:00 საათის შემდგომ მიღებული შეკვეთები დარიგდება დილის 10:00 საათიდან

მადლობა, რომ აირჩიეთ Lilat Flower Shop , ჩვენი ფლორისტები სიყვარულით, პროფესიონალიზმით და დამკვეთის მოთხოვნებზე ორიენტირებულობით აწყობენ ყველა თაიგულს.

გვჯერა , რომ ჩვენს თაიგულებს მოაქვს განუმეორებელი და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები

სიყვარულით, ლილატ.

კალათა
Sign in

No account yet?

Facebook Instagram linkedin
Start typing to see products you are looking for.