ხშირად დასმული კითხვები
01რა დრო სჭირდება ყვავილების მიწოდებას თბილისში?
LILAT Flowers-ში ყვავილების მიწოდება თბილისში შესაძლებელია შეკვეთის გაფორმებიდან 60 წუთიდან. ჩვენი ოთხი მაღაზიის მდებარეობა ისეა შერჩეული, რომ მზა თაიგული მიმღებამდე რაც შეიძლება სწრაფად მივიდეს. მიწოდების დრო დამოკიდებულია მისამართსა და შერჩეულ კომპოზიციაზე.
02რა ღირს მიწოდება და რომელ რაიონებშია შესაძლებელი?
LILAT Flowers-ის მიწოდება თბილისში 15 ლარი ღირს და ხელმისაწვდომია ქალაქის ყველა რაიონში (მთაწმინდა, ვაკე, ვერა, საბურთალო, კრწანისი, ორთაჭალა, ისანი, სამგორი, ჩუღურეთი, დიდუბე, დიღომი, თემქა, ნაძალადევი და გლდანი).
თუ შეკვეთის გაფორმებისას მიმღების ზუსტი მისამართი არ იცით, მიუთითეთ მხოლოდ მისი საკონტაქტო ნომერი — დანარჩენ დეტალებს ჩვენი ადმინისტრატორი თავად დააზუსტებს.
03შესაძლებელია თაიგულის შეკვეთა სხვა ქვეყნიდან?
დიახ, LILAT Flowers-ის ვებსაიტზე შეგიძლიათ შეკვეთა მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან გააფორმოთ და ყვავილები თბილისში თქვენს ახლობელს გაუგზავნოთ. შეარჩიეთ თაიგული, მიუთითეთ მიმღების მონაცემები და გადაიხადეთ თქვენთვის მოსახერხებელი მეთოდით.
04მივიღებ თუ არა თაიგულის ფოტოს გაგზავნამდე?
დიახ, სურვილის შემთხვევაში. შეკვეთის გაფორმებისას კომენტარში მიუთითეთ, რომ გაგზავნამდე მზა თაიგულის ფოტოს მიღება გსურთ. ჩვენი ადმინისტრატორი ფოტოს თაიგულის მიწოდებამდე მოგაწვდით.
05იქნება თუ არა თაიგული ზუსტად ისეთი, როგორიც ფოტოზეა?
თაიგულს შერჩეული კომპოზიციის შესაბამისად ვაწყობთ. თითოეული ცოცხალი ყვავილი უნიკალურია, ამიტომ ფორმაში, ზომასა და ფერის ტონში მცირე ბუნებრივი განსხვავებები შესაძლებელია.
ყვავილებს თქვენი თანხმობის გარეშე არ ვანაცვლებთ და თაიგულის შემადგენლობას არ ვცვლით. თუ რომელიმე სეზონური ყვავილი ხელმისაწვდომი არ არის, ადმინისტრატორი წინასწარ შემოგთავაზებთ ჩანაცვლებას და თაიგულის გაგზავნამდე შეგითანხმებთ.
06შესაძლებელია ყვავილების ანონიმურად გაგზავნა და მისალოცი ბარათის დამატება?
დიახ, თაიგულის ანონიმურად გაგზავნა შესაძლებელია. შეკვეთის კომენტარში მიუთითეთ, რომ გამგზავნის სახელის გამხელა არ გსურთ.
თითოეული თაიგულისთვის შეგიძლიათ შეარჩიოთ თემატური ან სტანდარტული მისალოცი ბარათი.
07გადახდის რომელი მეთოდებია ხელმისაწვდომი?
შეკვეთის გადახდა შეგიძლიათ Apple Pay-ით, Google Pay-ით, PayPal-ით, Visa და Mastercard ბარათებით ან საბანკო გადარიცხვით.
08როგორ მოვუარო თაიგულს?
თითოეულ თაიგულს მოჰყვება მოვლის ინსტრუქცია და ყვავილების სპეციალური საკვები, რომლებიც ყვავილების სიხასხასის უფრო დიდხანს შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.
დაიცავით თქვენი კომპოზიციის მოვლის ინსტრუქცია. ლარნაკში მოთავსებულ თაიგულს რეგულარულად გამოუცვალეთ წყალი და გადაჭერით ღეროების ბოლოები. ყვავილების საკვები გამოიყენეთ შეფუთვაზე მითითებული ინსტრუქციის მიხედვით. ყვავილები მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებსა და გამათბობლებს.
